ბსუ: სწავლა- სწავლების უკეთესი ხარისხისთვის

02 მარტი 2020, 17:12 18253 ნახვა

ბსუ: სწავლა- სწავლების უკეთესი ხარისხისთვის

#კონტაქტი
ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების სფეროს გამოწვევებს ეთმობა. უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უმაღლესი სასწავლებელია. აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიულ პროგრამებს, ასევე ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს.
რამდენიმე დღის წინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.
რითი იყო გამორჩეული საანგარიში პერიოდი და რა გამოწვევების წინაშეა ბსუ-ამაზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის " სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში.