დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2020, 17:02 16716 ნახვა

დამოუკიდებლობის დღე

დღეს 26 მაისია- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა მაშინ ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა სამი წლის თავზე დაასრულა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
დღევანდელი გადაცემა 26 მაისს , საქართველოს ისტორიაში ამ თარიღის მნიშვნელობას და ასევე სამყაროს პოსტკორონა პერიოდს დაეთმო.
"კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოლეგ ჯიბაშვილი და ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი