მარადიდის კინოსკოლა

13 თებერვალი 2020, 17:19 19231 ნახვა

მარადიდის კინოსკოლა

#კონტაქტი
დღევანდელი, 13 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე „მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“, პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ,
პროექტში მონაწილეობენ პოლონეთის ლოძის ეროვნული კინოსკოლის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 4 ტუტორი და 12 სტუდენტი.
პროექტის - „ მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“ - ფარგლებში მიმდინარეობს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებები სოფელ მარადიდში მცხოვრებ ადამიანებსა და მათ ადათ-წესებზე.
"კონტაქტის" სტუდიის სტუმრებვი იყვნენ თინი ხუციშვილი -პროექტის ავტორი და კოორდინატორი, დავით ჯანელიძე- პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის პროფესორი,
ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდნენ პროექტის მონაწილეები მირიან ორაგველიძე , სალომე რაზიკაშვილი და ნიკა ვერძაძე .