მიშა აბესაძე - Kraftowskie
მათ, ვინც 90იანების მეორე ნახევარს თინეიჯერობის ან ოდნავ უფროს ასაკში შეხვდა, ემახსობვრება ჯგუფი Wilde Stream, მიუხედავად იმისა რომ მას დიდი ხანი არ უარსებია - ეს როკ-ჯგუფი მიშა აბესაძემ მეგობრებთან, გიგი დევიძესა და ვახტან ჯინჯიხაძესთან ერთად ჩამოაყალიბა. შემდეგ იყო Afernoon Version, საიდანაც წამოსვლის შემდეგ მიშა მუსიკისგან დისტანცირდა. 2000 წელს მან ფსევდონიმით Kraftowskie ნიკა წერეთლის პროდიუსერობით ელექტრო-პოპ ჟღერადობის სიმღერები ჩაიწერა, თუმცა არ გამოუცია.
ამის შემდეგ დიდი შემოქმედებით პაუზა დადგა, რომელიც 2-3 წლის წინ ელექტრონული ინსტრუმენტული კომპოზიციების პერიოდული გამოცემით დაირღვა. ამჟამად მიშა აბესაძე ალბომის გამოსაცემად ემზადება.