დაგდაგანი; Half Moon (თორნიკე გაგოშვილი)

16 იანვარი 2021, 16:29 4359 ნახვა

დაგდაგანი; Half Moon (თორნიკე გაგოშვილი)

დაგდაგანი - თბილისური ჯგუფი „დაგდაგანი“ პანკ მიმართულების ჯგუფად გაეცნო მსმენელს, თუმცა დროსთან და გამოცდილებასთან ერთად გაამდიდრა სტილისტური პალიტრა.
ჯგუფის ლიდერი და ქართულენოვანი სიმღერების ავტორი ცოტნე გოგრგოშიძეა. დანარჩენი წევრები: მათე ხურციძე ბას გიტარაზე, გიორგი კოჭლაშვილი გიტარაზე, დასარტყამზე გიორგი ბულბულაშვილი, რომელიც ასევე მუსიკაური პროდიუსერის და ხმის ინჟინერის ფუნქციას ითავსებს, გიტარისტი გიორგი მიგრიაული.
ჯგუფს კომპილაციების სახით აქვს გაერთიანებული სიმღრები პირობით ალბომებშ: „ყველა ირგვლივ მტერია“ (2014)
„რა ცუდი ხალხი დადის ამ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში“ (2016), „უკანასკნელი ღამე დედამიწაზე“ (2018) და „ყოფიერების აუტანელი სიძულვილი“ (2020).


Half Moon (თორნიკე გაგოშვილი) - მუსიკოსსა და სიმღერების ავტორზე თორნიკე გაგოშვილზე დამწყები არ ითქმის და ამისდამიუხედავად იგი ქართველი მუსიკის მსმენელისთვის არ არის კარგად ნაცნობი. როგორც სოლო შემსრულებელი ის სიმღერით და კლიპით Listen to Your Heart წარუდგა მსმენელს. შემდეგ ფსევდონიმად „ამერიკულად“ მჟღერი სახელი Half Moon აიღო დაკიდევ ერთი სიღრა გამოაქვეყნა: Trapped In Downtown.
მუსიკოსი ახლა პირველ ალბომზე მუშაობს.