ბიბი კვაჭაძის ახალი ალბომი I კახა კიკაბიძე

20 ივნისი 2025, 12:59 306 ნახვა

ბიბი კვაჭაძის ახალი ალბომი I კახა კიკაბიძე


 

სიმღერებისა და მუსიკის ავტორი, გიტარისტი, მუსიკალური პროდიუსერი ბიბი კვაჭაძე გასული საუკუნის 80-იანებიდან მოყოლებული მუსიკით არის დაკავებული. იყო პერიოდები, როდესაც ამ პროცესის უწყვეტობას ხელს უშლიდა სოციალური თუ სხვა გარემოებები. თუმცა ბოლო წლებია ბიბიმ მთელი დრო და ენერგია ისევ საყვარელ საქმეს დაუთმო და გასულ წელს სინგლების სერია (Be With Someone You Love, I Gotta Move On, No One Calls Anymore...), ხოლო გასულ მაისს მცირე ალბომი Infiltration გამოსცა. ეს ბოლო ნაუშევარი 6 ერთმენეთისგან მეტად განსხვავებულ მუსიკალურ კომპოზიციას შეიცავს და ავტორის მუსიკალური ხედვისა და შესაძლებლობების მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს.
 

კახა კიკაბიძე
 

გასული საუკუნის 90-იანების ალტერნატიული სცენის ერთ-ერთმა ორიგინალურმა მუსიკოსმა, გიტარისტმა და სიმღერების ავტორმა კახა კიკაბიძემ ბევრს ჯგუფ „ტაქსის“ წევრობით დაამახსოვრა თავი. ალბათ, კიდევ უფრო მეტს მისი „თბილისური ბლიუზით“. მაგრამ, კახას საკუთარი ჯგუფი „სახლი“ (რომლის პირველ შემადგენლობაში შედიოდნენ სერგი გვარჯალაძე და სპარტაკი კაჭარავა), რატომღაც ჩრდილში დარჩა, ისევ როგორც ამ ნიჭიერი შემოქმედის 90-იანების შემდგომი ცხოვრება. „სახლის“ (და კახა კიკაბიძის)  ჩანაწერებმა ქართული ალტერნატიული მუსიკის მოამაგე-„არქივარიუსების“ ლაშა გაბუნიასა და ბიბი კვაჭაძის, ისევე როგორც კახას მეგობრების წყალობით მოაღწიეს აქამდე.
 თავად კახა კიკაბიძე ამ რამდენიმე წლის წინ ისევ ჩუმად წავიდა, როგორც უხმაუროდაც იმოღვაწევა ქართული თანამედროვე მუსიკის განვითარებისათვის.