Little Rocks - ალბომი Underdog I GOZO - ავთო გოცირიძე

03 მარტი 2025, 15:08 169 ნახვა

Little Rocks - ალბომი Underdog I GOZO - ავთო გოცირიძე


Little Rocks როკ მიმართულების დუეტია თბილისიდან. მას შეადგენენ ავთო სამხარაძე (გიტარა, ვოკალი) და კახი ბილანიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი).
ჯგუფმა ჩამოყალიბებიდან (2023 წლის დასაწყისი) ერთი წლის შემდეგ თბილისი ოფენ ეარის სცენაზე წარდგა მაყურებლის წინაშე. იქამდე კი მსმენელს  საკუთარ რეპერტუარს, ცალკეული სიმღერების გამოქვეყნებით სხვადასხვა ინტერნეტ მუსიკალურ პლატფორმაზე აცნობდა. და აი, პირველი სინგლის გამოცემიდან ორი წლის თავზე  ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Underdog გამოაქვენა.

 


GOZO - ავთო გოცირიძე
 

მხატვარი და მუსიკოსი ავთანდილ გოცირიძე მეტად ორიგინალური შექმოქმედია - 2000 წლების დასაწყისიდან იგი საავტორო მუსიკას ქმნის, რომელიც ფოლკ-პანკის მიმართულებასთან დგას ახლოს. ავთოს საავტორო ტექსტები, მათი პრიმიტიულობის მიღმა საოცარი სიუჟეტურობით ხასიათდება. სიმღერები, როგორც თვითონ ამბობს  რვა ალბომად აქვს შეკრული, თუმცა არცერთი მათგანი აქმადე არ გამოუქვეყნებია - მხოლოდ დროდადრო ხელნაკეთი ვიდეო კლეპების სახით (რომლებშიც საკუთარივე ნახატების ანიმაციას ახდენს) აცნობს მსმენლს, ტვირთავს რა მათ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე.