# აკვაკულტურა-რეალობა და გამოწვევები

27 ნოემბერი 2024, 17:27 1243 ნახვა

# აკვაკულტურა-რეალობა და გამოწვევები

#კონტაქტი

აკვაკულტურა ყოველთვის წარმოადგენდა ცილით, მიკროლემენტებითა და ამინომჟავებით გაჯერებული საკვებით კაცობრიობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ წყაროს.

მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში აკვაკულტურა სოფლის მეურნეობის რიგითი მიმართულებიდან მძლავრ ინდუსტრიად და ეკონომიკის სექტორად გადაიქცა.

2017 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეთევზე-ფერმერთა საქმიანობის ეფექტურობისა და მდგრადობის ასამაღლებლად, „აგრარული ექსტენციის მიწოდების " ქვეპროგრამა აამოქმედა.

2018 წელს რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების განვითარების სტრატეგია შემუშავდა.

2023 წლის მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი აკვაკულტურის შესახებ.

რა გამოწვევების წინაშეა დარგი- ამაზე დღევანდელი, 27 ნოემბრის გადაცემაში, აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელმა სოფო დიასამიძემ ისაუბრა.