ბსუ-ს ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი 25 წლისაა

04 აპრილი 2022, 17:59 4468 ნახვა

ბსუ-ს ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი 25 წლისაა

#კონტაქტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისთვის წლევანდელი წელი საიუბილეოა.

მას შემდეგ, რაც 1990 წელს ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწორედ ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის საგანმანათლებლო პროგრამების ფუნქციონირებას. 1997 წელს კი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ეკონომიკის ფაკულტეტი, რომელიც უკვე 25 წელია არსებობს და აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურს -ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას მოიცავს.

დღევანდელი , 4 აპრილის გადაცემა ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გამოწვევებს დაეთმო

"კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ

ნათია წიკლაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

ირაკლი მესხი- ეკონომიკის დოქტორი , ბსუს- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული

ნესტან ვარშანიძე- ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.