#ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების საველე-სასწავლო პრაქტიკა #კოლეჯი "ბლექსი"- პროფესიული პროგრამები

11 აპრილი 2022, 17:16 11848 ნახვა

#ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების საველე-სასწავლო პრაქტიკა #კოლეჯი "ბლექსი"- პროფესიული პროგრამები

#კონტაქტი

ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები საველე-სასწავლო პრაქტიკისთვის ემზადებიან -ამ თემაზე დღევანდელი, 11 აპრილის გადაცემის პირველ ნაწილში ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ სატელეფონო ჩართვაში ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო პროფესიულ პროგრამებს, რომლებზეც მიღებას კოლეჯი „ბლექსი“ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს . ასევე, შევეხეთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებს.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო კოლეჯის „ბლექსი“ პიარ -მენეჯერი თამარ დიასამიძე.