კოლეჯი "ახალი ტალღა"- პროფესიული პროგრამები

18 აპრილი 2022, 17:26 11735 ნახვა

კოლეჯი "ახალი ტალღა"- პროფესიული პროგრამები

#კონტაქტი

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ პირების რაოდენობა, ვინც პროფესიის დაუფლების მიზნით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მიმართავს.ამის მიზეზი დასაქმების პერსპექტივაა. პრაქტიკამ აჩვენა რომ, დასაქმებისკენ მიმავალი უმოკლესი გზა სწორედ პროფესიული განათლებაა და იგი ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.

2021 წლიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა შეიცვალა და წინა წლებისგან განსხვავებით წელიწადში ერთხელაა.

ორი მაისიდან რომელ პროფესიულ პროგრამებზე გამოაცხადებს მიღებას კოლეჯი „ახალი ტალღა“ -ამაზე დღევანდელი, 18 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ კოლეჯის „ახალი ტალღა“ პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი სოფო რომანაძე და რეესტრის წარმოების სპეციალისტი თეონა მენაფირე.