Ketty Van Doln

01 ივლისი 2024, 11:58 190 ნახვა

Ketty Van Doln

Ketty Van Doln გერმანიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის ქეთევან დოლნიკოვას არტისტული ფსევდონიმი გახლავთ. ამ სახელით ქმნის და აქვეყნებს საკუთარ შემოქმედებას: სიმღერებს, კინო და თეატრის მუსიკას, აუდიო ინსტალაციებს. გამომდინარე ამ მიმართულებათა მრავალფეროვნებისა, ქეთის მუსიკაც არაერთგვაროვანია. თუმცა საერთო რაც ამ ნამუშევრებს აქვთ, ეს ელექტრონული ჟღერადობაა. კლასიკური მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ, შემოქმედებითი თავისუფლება (როგორც მუსიკის შემქნელის და არა შემსრულებლის) ქეთევანმა მუსიკის ამ ფორმაში იპოვნა.