# მზადება ზაფხულის არქეოლოგიური გათხრებისთვის

17 ივნისი 2024, 17:17 932 ნახვა

# მზადება ზაფხულის არქეოლოგიური გათხრებისთვის

# კონტაქტი

არქეოლოგიური კვლევა-ძიებისთვის აჭარა გამორჩეულად მიმზიდველი რეგიონია .მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტები, მკვლევრებს ისტორიული წარსულის შესახებ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

არქეოლოგებისთვის განსაკუთრებით აქტიური პერიოდი ზაფხულია, რადგან კლიმატური პირობები შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ლოკაციაზე სამუშაოების გაშლას.

დღევანდელი, 17 ივნისის გადაცემა 2024 წლის ზაფხულის არქეოლოგიურ გათხრებსა და დაზვერვით სამუშაოებს დაეთმო .

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო არქეოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გურამ ჩხატარაშვილი.