# ევროპის იმუნიზაციის კვირეული

24 აპრილი 2024, 17:50 5495 ნახვა

# ევროპის იმუნიზაციის კვირეული

#კონტაქტი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ეგიდით, ყოველწლიურად აპრილის ბოლოს იმუნიზაციის კვირეული იმართება, რომლის მიზანია იმუნიზაციის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობა.

ევროპის იმუნიზაციის კვირეული , რომელიც წელს 21 აპრილს დაიწყო და 27 აპრილს დასრულდება, მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა - ევროპის რეგიონებში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის 50 წლისთავს, ამიტომ მთავარი აქცენტები კეთდება მიღწევებზე და ასევე, ვაქცინაციით მოსახლეობის მოცვის მაღალი მაჩვენებლის აუცილებლობაზე.

დღევანდელი, 24 აპრილის გადაცემა ევროპის იმუნიზაციის კვირეულს დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი.