„ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება: 1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში“

15 დეკემბერი 2023, 17:21 7248 ნახვა

„ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება: 1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში“

# „კონტაქტი“

დღევანდელი, 15 დეკემბრის გადაცემა დაეთმო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2023 წლის კონკურსში გამარჯვებულ ერთ-ერთ პროექტს „ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება: 1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში“. პროექტი სამწლიანია და მას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები განახორციელებენ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო პროექტის ხელმძღვანელი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე.