ბათუმის კულტურის ცენტრის კონცერტები

21 ივნისი 2023, 17:44 4552 ნახვა

ბათუმის კულტურის ცენტრის კონცერტები

# „კონტაქტი“

ბათუმის კულტურის ცენტრი ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან საზაფხულო ღონისძიებებს სთავაზობს. ამ ეტაპზე კონცერტებსა და მუსიკალურ საღამოებში კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობენ.

21, 24 და 26 ივნისს, ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე , კონცერტებს გამართავს ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი“.

23 ივნისს მსმენელთან წარსდგებიან ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი და გოგონათა ვოკალური ანსამბლი.

კონცერტების დეტალებზე დღევანდელი, 21 ივნისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ : მირანდა ბაღდადიშვილი, ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,ბათუმი“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორი ; ნონა დიასამიძე, გოგონათა ვოკალური ანსამბლის რეპეტიტორი; მერაბ ბოჭორიშვილი, ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.