#აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალი წლის პრიორიტეტები#პროექტი „განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის“.

24 მაისი 2023, 17:30 9378 ნახვა

#აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალი წლის პრიორიტეტები#პროექტი „განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის“.

# „კონტაქტი“

რამდენიმე დღის წინ გაიმართა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა. რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული , რა პროგრამები და ქვეპროგრამები განხორციელდება - ამაზე დღევანდელი, 24 მაისის გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო კეკელიძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტს „განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის“. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და იაპონიის მთავრობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ,მაჭახლის ხეობაში განახორციელებს.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი ირაკლი გორაძე.