პარიზელი სამურაის მარტოობა

30 იანვარი 2023, 13:07 3405 ნახვა

პარიზელი სამურაის მარტოობა

"არ არსებობს უფრო ღრმა მარტოობა, ვიდრე სამურაის ცხოვრებაა, გარდა, ალბათ, ჯუნგლებში ვეფხვის მარტოობისა" - სიტყვები იაპონურია თუ მელვილისეული, მნიშვნელობა არ აქვს, ჟეფ კოსტელოს მარტოობა, ჰგავს ჯუნგლებში ვეფხვის განმარტოებას. უბრალოდ, კოსტელო 60-იანი წლების პარიზშია მარტო და ის დაქირავებული მკვლელია. ფილმში დელონის გმირი უმაღლესი დონის პროფესიონალია, თავისი ეთიკით, მაგრამ საუმრაებისგან განსხვავებით, მას არ ჰყავს ბატონი.