სტენ გეტცი - ჯაზის პოეტური ხმა

19 ივნისი 2022, 11:13 3724 ნახვა

სტენ გეტცი - ჯაზის პოეტური ხმა

სტენ გეტცი უკრავდა ტენორ-საქსაფონზე, მაგრამ სიტყვა უკრავდა უფერულად ჟღერს. მას აკლია ის ენერგია მუსიკოსსა და მის ინსტრუმენტს შორის ურთიერთობის სიღრმეს რომ აღწერს. შეუზღუდავი ტექნიკური შესაძლებლობების, განუმეორებელი ინტონაციის, თანდაყოლილი სიმეტრიის გრძნობისა და ფანტაზიის წყალობით, როგორც ამბობენ, მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა ქულ ჯაზის გაგება. გეტცმა ერთხელ თქვა: ტენორ-საქსაფონზე მინდოდა ადამიანის ხმის მსგავსი ჟრერადობა მეპოვნაო.