მულენი რუჟი და მაღლა აქნეული ფეხები

08 მაისი 2022, 19:40 3966 ნახვა

მულენი რუჟი და მაღლა აქნეული ფეხები

როდესაც ისმენ მელოდიას ფრანგი კომპოზიტორის, ჟაკ ოფენბახის ოპერეტიდან "ორფეოსი ჯოჯოხეთში ჩადის", თვალწინ აუცილებლად წარმოგიდგება ყველაფერი, რაც გინახავს, მოგისმენია ან წაგიკითხავს კანკანის ცეკვის შესახებ. პარიზი, ტულუზ-ლოტრეკის კანკანის მოცეკვავეები მაღლა აქნეული ფეხებით, ფერადი საცვლებითა და მაღალყელიანი წინდებით... და, ყველა ამ წარმოდგენას აერთიანებს ერთი მაგიური სიტყვა მულენ რუჟი.