Rive Gauche - ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრების ცენტრი

13 თებერვალი 2022, 14:49 4407 ნახვა

Rive Gauche - ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრების ცენტრი

1944 წელს გენერალი დე გოლი იტყვის - პარიზი თავისუფალია. აქედან იწყება პარიზის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. იქ დაბადებული ახალი კულტურული კოდები, პოლიტიკური თუ ფილოსოფიური აზრი, მუსიკა, ჩაცმის სტილი, ლიტერატურა და ნააზრევი, დანარჩენ მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. პარიზი იმ დროის ევროპის კულტურული აკვანი გახდა.