პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო
# „კონტაქტი“
ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.
რამდენიმე დღის წინ გამოვლინდნენ 2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელები.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში ,საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს პირველი კონკურსი 2017 წელს ჩატარდა და კატეგორიაში „წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება“ კოლეჯმა „ახალი ტალღა“ გაიმარჯვა. 2022 წელს „ ახალი ტალღა“ ისევ რჩეულთა შორისაა. ამჯერად გამარჯვებულია კატეგორიაში“ წლის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა“.
დღევანდელი, 19 დეკემბრის გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ კოლეჯის „ახალი ტალღა“სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი თამარ თედორაძე და ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი რუსუდან გუგეშაშვილი.