ნარინჯისფერი რთველი

26 ოქტომბერი 2022, 17:30 10317 ნახვა

ნარინჯისფერი რთველი

# „კონტაქტი“

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი იწყება.ეს პერიოდი გამორჩეულად მნიშვნელოვანია რეგიონის სოფლის მეურნეობისთვის და მეციტრუსეობით დაკავებული ათასობით ოჯახისთვის, რადგან ციტრუსი მათი ფინანსური შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ნარინჯისფერი რთველის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა. რაში დაეხმარება იგი მეციტრუსე ფერმერებს და ციტრუსის როგორ მოსავალს ელოდებიან წელს აჭარაში -ამაზე დღევანდელი, 26 ოქტომბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ირაკლი ონიანი. ტელეფონით გვერთვებოდნენ მეციტრუსე-ფერმერები რეზო რომანაძე ქობულეთიდან და ბადრი ზოიძე ხელვაჩაურიდან.