მოხალისეობა, საინტერესო ინიციატივები და პროექტები

22 ოქტომბერი 2020, 18:11 240 ნახვა

მოხალისეობა, საინტერესო ინიციატივები და პროექტები

#კონტაქტი
მოხალისეობა, საინტერესო ინიციატივები და პროექტები იყო დღევანდელი, 22 ოქტომბრის გადაცემის თემა.
"კონტაქტის" პირველი ნაწილის სტუმარი იყო გიორგი ბოლქვაძე - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების დეპარტამენტის კოორდინატორი აჭარაში
წითელი ჯვარი და მოხალისეები კორონავირუსის წინააღმდეგ - ამ თემაზე ვისაუბრეთ მასთან.
გადაცემის მეორე ნაწილი კი დაეთმო საინტერესო ინიცატივას, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეკუთვნით და განხორციელების დასკვნით ეტაპზეა . "კონტაქტის" სტუმარი იყო ასმათ ბოლქვაძე - მოხალისეობრივი საინიციატივო ჯგუფის ,,2 ლარი 2 პრობლემის მოსაგვარებლად" ხელმძღვანელი და ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი.