ახალი პროექტები

15 ოქტომბერი 2020, 17:41 378 ნახვა

ახალი პროექტები

#კონტაქტი
დღევანდელი, 15 ოქტომბრის გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო პროექტს „პასუხი იმიგრანტთა საჭიროებების სწრაფი შეფასებისას გამოვლენილ პრობლემებზე“. პროექტს , მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით , ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ ახორციელებს.
გადაცემის სტუმარი იყო „ინტელექტი“-ს გამგეობის თავმჯდომარე, პროექტის კოორდინატორი ლევან გობაძე.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ახალი პროექტი “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” დაიწყო. პროექტის მიზანზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, „კონტაქტის“ მეორე ნაწილში , დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ისაუბრა.