რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
# „კონტაქტი“
ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი 22 აგვისტოს დასრულდა და გასაუბრებისა და ტესტირების გზით შერჩეულ აპლიკანტთა ვინაობაც ცნობილია. თუმცა , დარჩა თავისუფალი ადგილები და 18 ოქტომბრის ჩათვლით , პროფესიული განათლების მიღების ნებისმიერ მსურველს მისთვის სასურველ პროგრამაზე რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა აქვს.
დღევანდელი, 17 ოქტომბრის გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ: თამარ კვინიკაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ,
მადონა მიქელაძე, ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი და გიორგი გოგიტიძე , კოლეჯის „ბლექსი“ დირექტორი.