კოლეჯი "ახალი ტალღა"
# „კონტაქტი“
ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.
საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოლეჯი „ახალი ტალღა“ ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია. იგი ამზადებს კვალიფიციურ კადრებს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის.
კოლეჯში მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება. დღევანდელი, 10 ოქტომბრის გადაცემაში იმ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ვისაუბრეთ , რომლებსაც „ახალმა ტალღამ“ 2022-23 სასწავლო წელს უნდა უპასუხოს.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორი ირმა მეგრელიძე.