პროფესიული განათლება-უმოკლესი გზა დასაქმებისკენ

20 იანვარი 2020, 17:20 2719 ნახვა

პროფესიული განათლება-უმოკლესი გზა დასაქმებისკენ

#კონტაქტი
ორშაბათობით „კონტაქტი“ უმაღლესი ან პროფესიული განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს ეთმობა.
ბოლო პერიოდის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებისკენ ერთ-ერთი უმოკლესი გზა პროფესიული განათლებაა, რადგან აკადემიური განათლებისგან განსხვავებით შედარებით მაღალია პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების კომპონენტი.
დღევანდელ გადაცემაში აჭარის დასაქმების სააგენტოს პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე ვისაუბრებთ. ამჟამად პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

„კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე და ენრიკო ცხოიძე, რომელმაც გასულ წელს უკვე ისარგებლა დასაქმების სააგენტოს აღნიშნული პროგრამით