უშვილობის მიზეზები, მკურნალობა, პრევენცია
# „კონტაქტი“
ყოველ სამშაბათს“კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით მსოფლიოში წყვილების 12-15% უშვილოა. თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა უნაყოფობის სამკურნალოდ სხვადასხვა ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იყენებს , თუმცა სტატისტიკა მაინც მზარდია, მიზეზი კი სხვადასხვა.
1 ივლისიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას იწყებს. პროგრამა საპილოტეა და საქართველოში პირველად ხორციელდება.
დღევანდელი, 21 ივნისის გადაცემაში უშვილობის მიზეზებზე, მკურნალობაზე , პრევენციაზე და იმ კრიტერიუმებზე ვისაუბრეთ , რის საფუძველზეც გაიცემა ვაუჩერი უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკისთვის..
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი ირმა რამიშვილი.
ტელეფონით გვერთვებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მანანა ფაღავა.