სიახლეები ტურიზმის სფეროში

18 ნოემბერი 2022, 17:16 863 ნახვა

სიახლეები ტურიზმის სფეროში

# „კონტაქტი“

ნოემბერი აჭარის ტურისტული სექტორისთვის საინტერესო სიახლეებით გამორჩეული თვეა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე „World Travel Awards“,რომელსაც ტურიზმის ოსკარს უწოდებენ, ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა; ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მოხდა რეგიონის პოპულარიზაცია; 20 ნოემბერს ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“გაიმართება, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით იქნება წარმოდგენილი.

დღევანდელი, 18 ნოემბრის გადაცემის სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.