ანტიმიკრობული საშუალებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული

22 ნოემბერი 2022, 17:03 947 ნახვა

ანტიმიკრობული საშუალებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული

# „კონტაქტი“

ყოველ სამშაბათს "კონტაქტი" სამედიცინო თემას ეთმობა.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ყოველწლიურად 18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული საშუალებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული იმართება. საქართველო აღნიშნულ კვირეულს 2016 წელს შეურთდა.

დღევანდელი, 22 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ ანტიმიკრობული საშუალებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულის მიზანსა და მთავარ გზავნილებზე .

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი.