ქობულეთის მუზეუმი- პრიორიტეტები და გამოწვევები

11 ნოემბერი 2022, 17:13 1132 ნახვა

ქობულეთის მუზეუმი- პრიორიტეტები და გამოწვევები

# „კონტაქტი“

მიმდინარე წელი ქობულეთის მუზეუმისთვის საიუბილეოა. იგი 10 წლის გახდა. ქობულეთის მუზეუმში დაცულია მუნიციპალიტეტის ისტორიული წარსულისა და უძველესი კულტურის ამსახველი უამრავი მასალა, ასევე ხორციელდება სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა . დღევანდელი, 11 ნოემბრის გადაცემა ქობულეთის მუზეუმის პრიორიტეტებსა და გამოწვევებს დაეთმო.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმარი იყო ქობულეთის მუზეუმის დირექტორი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი რეზო ტაკიძე.