ჯარას თაფლი

04 მაისი 2022, 17:25 14962 ნახვა

ჯარას თაფლი

#კონტაქტი

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.

გასულ წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ჯარა სპეციალურად დამუშავებული ხის მორისგან გამოთლილი სკაა, რომელშიც ხდება ფუტკრის ახალი ოჯახის შესახლება. თანამედროვე მეფუტკრეები ძირითადად გაცილებით მარტივ, მოხერხებულ მეთოდებს ირჩევენ, თუმცა მაღალმთიან აჭარაში შენარჩუნებულია ეკოლოგიურად სუფთა თაფლის წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია.

დღევანდელი, 4 მაისის გადაცემაში ჯარას თაფლზე და ევროპის ბაზარზე მისი გატანის პერსპექტივაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ აჭარის ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ასლან შაქარაძე და მეფუტკრე-ფერმერი მიხეილ ბერიძე.