უწყვეტი განათლება

17 თებერვალი 2020, 17:38 13139 ნახვა

უწყვეტი განათლება

#კონტაქტი
ტრადიციულად ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების სისტემის გამოწვევებს ეთმობა.
დღევანდელ გადაცემაში ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საქმიანობაზე ვისაუბრებთ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 2011 წლიდან ახორციელებს. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სისტემა უფრო მოქნილი და ეფექტური რომ ყოფილიყო, 2018 წელს ბსუ-ში ,,პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი“ შეიქმნა.

"კონტაქტის" სტუდიაში არიან ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე და ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი მადონა ლორია.