ევროპის იმუნიზაციის კვირეული

26 აპრილი 2022, 17:30 15168 ნახვა

ევროპის იმუნიზაციის კვირეული

#კონტაქტი

24-30 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ეგიდით ევროპის იმუნიზაციის კვირეული იმართება. საქართველო იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს და სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. კვირეულის მიზანია იმუნიზაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება . ევროპის იმუნიზაციის კვირეულის 2022 წლის თემაა „დიდხანს სიცოცხლე ყველას“.

დღევანდელი, 26 აპრილის გადაცემაში იმუნიზაციის მნიშვნელობაზე და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ვისაუბრეთ .

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსი ნესტან შერვაშიძე.