"პოსეიდონის სამყარო"

31 მარტი 2023, 17:40 4499 ნახვა

"პოსეიდონის სამყარო"

# „კონტაქტი

,,პოსეიდონის სამყარო“- ასე ერქვა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც გერმანიაში გაიმართა და არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასა და წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ბათუმის არქოლოგიური მუზეუმის წარმომადგენლები.

დღევანდელი, 31 მარტის გადაცემაში წყალქვეშა არქეოლოგიაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების , არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი,ისტორიის დოქტორი ლაშა ასლანიშვილი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი , ისტორიის დოქტორი ემზარ კახიძე.