#სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა იტალიაში# ფოლკლორული ექსპედიცია ხულოში

07 აპრილი 2023, 16:55 5287 ნახვა

#სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა იტალიაში# ფოლკლორული ექსპედიცია ხულოში

# „კონტაქტი“

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განაგრძობს რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას . ამჯერად სამიზნე ქვეყანა იყო იტალია, სადაც ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მასპინძლობდნენ. დღევანდელი, 7 აპრილის გადაცემის პირველი ნაწილი ამ თემას დაეთმო. „კონტაქტის“ სტუმარი იყო ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი რაულ ცინცაძე.

„კონტაქტის“ მეორე ნაწილში ხულოს მუნიციპალიტეტში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციის შედეგებზე ისაუბრა ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნატალია ზუმბაძემ.