#ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიცია ხულოში #"ნანინა-2023"

30 მარტი 2023, 16:59 4959 ნახვა

#ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიცია ხულოში #"ნანინა-2023"

დღევანდელი, 30 მარტის გადაცემის პირველ ნაწილში , ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციის შედეგებზე ისაუბრა ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნატალია ზუმბაძემ.

გადაცემის მეორე ნაწილი ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის პირველ ფესტივალს დაეთმო , რომელიც ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ ინიციატივითა და ორგანიზებით 1-2 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება. ფესტივალის დეტალები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გურიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა მაია გელაშვილმა გაგვაცნო.