ომი უკრაინაში და სოლიდარობის აქციები

14 მარტი 2022, 17:15 16982 ნახვა

ომი უკრაინაში და სოლიდარობის აქციები

#კონტაქტი

უკრაინაში ომის მე-19 დღეა.

დღევანდელი, 14 მარტის გადაცემაში ომზე ვისაუბრეთ, რომელიც ჩვენს გვერდით მოიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის მთელ სამყაროს.ასევე , შევეხეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ სოლიდარობის აქციებს.

აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსმა რეზო ოკუჯავამ ისაუბრა უკრაინელების მონაწილეობაზე აფხაზეთის ომში და პარალელები გაავლო მოვლენებს შორის.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად არტისტები გაერთიანდნენ და NFT კოლექცია შექმნეს , რომლის გაყიდვიდან შემოსულ თანხას უკრაინელ ხალხს დაურიცხავენ.ამაზე ArtUp - Street Gallery დამფუძნებელმა, არტ მენეჯერმა ლევან გელიაშვილმა ისაუბრა.

"ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"უკრაინელი შშმ პირებისთვის თანხას აგროვებს. გადაცემის სტუმარი იყო ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის უფროსი კონსულტანტი, შშმ -აქტივისტი დეა ერემაშვილი.