აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა-მიზნობრივი კვლევები

31 იანვარი 2022, 17:23 13485 ნახვა

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა-მიზნობრივი კვლევები

#კონტაქტი

ყოველ ორშაბათს „კონტაქტში“ განათლების საკითხებზე ვსაუბრობთ.

სულ უფრო პოპულარული ხდება პროფესიული განათლება,რადგან სწორედ პროფესიული სასწავლებელები აწვდიან შრომის ბაზარს ისეთ კვალიფიციურ სამუშაო ძალას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა სექტორის გამართული მუშაობისა და ზრდისათვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება 2030 წლისათვის მნიშვნელოვნად გაზარდოს ახალგაზრდებისა და ზრდასრული პირების შესაბამისი უნარ-ჩვევები ღირსეული დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის.

პროფესიულ განათლებაში პრიორიტეტული ფაქტორების გამოვლენისა და დანერგვის მიზნით არაერთი მიზნობრივი კვლევა ტარდება.

ერთ-ერთი კვლევა აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლამ ჩაატარა . რა შედეგი დაიდო- ამაზე დღევანდელი, 31 იანვრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვახტანგ ბერიძე.