Soft Eject - ჩემი ალტერნატივა

30 იანვარი 2022, 14:46 3457 ნახვა

Soft Eject - ჩემი ალტერნატივა

Soft Eject
საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ წარმოებულა, მაგრამ ასეთი რომ ყოფილიყო, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ 1995 წელს ჯგუფ Soft Ejectის ვიდეო Pleas Just Carry On ტელეეთერით ყველაზე ხშირად დატრიალებული კლიპების სამეულში მოხვდებოდა.
ეს თბილი ვიდეო, სადაც ამ ქართული ჯგუფის წევრები ირაკლი ჭელიშვილი (პეჩო), გია ქარჩძაძე, ვახო ბაბუნაშვილი და ნოდარ მაჩხაშვილი მაყურებელი ბავშვებით გარშემორტყმულები ბუხართან მსუბუქ ჰანგებს აფრქვევენ, ყველას ღიმილით და კარგად ახსენდება.
ჯგუფი 1990 წელს ჩამოყალიბდა და ქვეყნის იმდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე უპერსპექტივობის გამო 1992 წელს გერმანიას მიაშურა. პირველი ჩანაწერები ბიჭებმა სწორედ აქ გააკეთეს და აუდიო კასეტის სახით მცირე ტირაჟით გამოსცეს კიდეც.
2004 წელს საკმაოდ აქტიური სტუდიური და საკონცერტო მოღვაწეობის  შემდეგ ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა.
თუმცა, 2016 წელს ძირითადი ოთხეული შეიკრიბა „მობრუნება-კონცერტის“ მოსამზადებლად. კონცერტი 2017 წელს ფეტივალ Tbilisi Open Air-ის ფარგლებში გაიმართა. 2020 წელს კი Soft Eject-მა ალბომი Connecting Time გამოსცა.