"ტურიზმის გავლენის მოდელი"
# კონტაქტი
ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, ტურიზმს ეთმობა.
2020 წელს ტურიზმის ინსტიტუტმა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე ,რომელიც ორიენტირებული იყო შავი ზღვის საზღვაო ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე , ევროპელ პარტნიორებთან ერთად წარადგინა პროექტი "ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის". ერთ-ერთი კომპონენტი "ტურიზმის გავლენის მოდელი" აღნიშნული ღონისძიების საუკეთესო ინოვაციურ პლატფორმად დასახელდა და იგი აჭარაში დაიტესტა.
პროექტის ფარგლებში შექმნილი მეცნიერული ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა ბერძენიშვილმა
დღევანდელი, 21 იანვრის გადაცემაში ისაუბრა ქართულ რეალობაში ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასების ევროპული მოდელის დანერგვის შესაძლებლობებზე .