ნარინჯისფერი რთველი

15 დეკემბერი 2021, 17:10 17951 ნახვა

ნარინჯისფერი რთველი

# კონტაქტი

აჭარაში ნარინჯისფერი რთველია.ეს პერიოდი გამორჩეულად მნიშვნელოვანია რეგიონის სოფლის მეურნეობისთვის, რადგან ციტრუსი ათასობით ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.ციტრუსის სეზონის დადგომისთანავე ფუნქციონირება დაიწყო საკოორდინაციო შტაბმა , რომელიც უწყვეტ რეჟიმში ჩართულია სტანდარტული და არასტანდრტული მანდარინის რეალიზაციის პროცესებში. ციტრუსის როგორი მოსავალია წელს, შეუფერხებლად მიმდინარეობს თუ არა რეალიზაციის პროცესი და საკოორდინაციო შტაბის ფუნქციონირებამ რამდენად გაუადვილა მეციტრუსე-ფერმერებს საქმე -ამაზე დღევანდელი, 15 დეკემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციოა შტაბის უფროსი ირაკლი ონიანი.ტელეფონით გვერთვებოდნენ მეციტრუსე-ფერმერები როსტომ თავდგირიძე და გულო თურმანიძე.