არქეოლოგიური ექსპედიცია სოფელ ქობულეთში

10 დეკემბერი 2021, 17:12 16157 ნახვა

არქეოლოგიური ექსპედიცია სოფელ ქობულეთში

# კონტაქტი

არქეოლოგიური თვალსაზრისით აჭარა საინტერესო რეგიონია . მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლები სხვადასხვა ეპოქის შესახებ მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავს და იმაზეც მიგვანიშნებს, რომ წარსული ჯერ კიდევ უამრავ საიდუმლოს ინახავს.

სოფელ ქობულეთში სხვადასხვა დროს, ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიერ, არაერთი არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდა .

მიმდინარე წლის ზაფხულში გაგრძელდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ქვის ხანის შემსწავლელი ექსპედიციის მიერ 2019 წელს დაწყებული და კოვიდპანდემიის გამო შეჩერებული სამუშაოები. რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და ქობულეთის მუზეუმის თანადგომით მოხერხდა.

დღევანდელი, 10 დეკემბრის გადაცემაში ახალი აღმოჩენების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო: გურამ ჩხატარაშვილი, ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ- თანამშრომელი . ტელეფონით გვერთვებოდა ქობულეთის მუზეუმის დირექტორი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი რეზო ტაკიძე