კოლეჯი "ახალი ტალღა"-სიახლეები და გეგმები

22 ნოემბერი 2021, 17:10 11342 ნახვა

კოლეჯი "ახალი ტალღა"-სიახლეები და გეგმები

# კონტაქტი

ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.

როგორც პრაქტიკამ აჩვენა დასაქმებისკენ უმოკლესი გზა პროფესიული განათლებაა, რადგან აკადემიურ განათლებასთან შედარებით მასში გაცილებით მაღალია პრაქტიკული უნარების სწავლების კომპონენტი.კოვიდ-პანდემიის პირობებში პროფესიული სასწავლებლებისთვის მარტივი არ აღმოჩდა პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვა. თუმცა, თანდათან ფუნქციონირება განაახლა სასწავლო სახელოსნოებმა და ლაბორატორიებმა. მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გაგრძელდა.

საქართველოში არსებულ პროფესიულ დაწესებულებებს შორის კოლეჯი „ახალი ტალღა“ ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია . რა სიახლეებით დაიწყო მიმდინარე სასწავლო წელი და სამომავლოდ რა არის დაგეგმილი -ამაზე დღევანდელი, 22 ნოემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ლაშა ხახუტაიშვილი, კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორი და თამარ თედორაძე, სასწავლო - საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი.