#მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე #გაფანტული სკლეროზი

31 მაისი 2022, 17:08 1409 ნახვა

#მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე #გაფანტული სკლეროზი

# „კონტაქტი“

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

1987 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 31 მაისს დედამიწა აღნიშნავს მსოფლიო დღეს „თამბაქოს გარეშე“.

ამ დღის მიზანია თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობის შესახებ და თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.წლევანდელი 31 მაისის დღის თემაა „თამბაქო - გარემოს საფრთხე!“

თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის გზავნილებზე დღევანდელი, 31 მაისის გადაცემაში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა ია ჩხაიძემ ისაუბრა.

30 მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლის დღე აღინიშნა.

ეს დღე არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ გავიხსენოთ რთული დიაგნოზით მცხოვრები ადამიანები, არამედ ვისაუბროთ დროული დიაგნოსტიკის, რეგულარული გამოკვლევებისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე.

გაფანტული სკლეროზის სიმბოლოს ნარინჯისფერი ლენტი წარმოადგენს.

დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილი სწორედ ამ თემას დაეთმო. „კონტაქტის“ სტუმარი იყო ექიმი-ნევროლოგი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ვაშაძე.