პროფესიული განათლება დასაქმებისთვის

06 ივნისი 2022, 17:07 1528 ნახვა

პროფესიული განათლება დასაქმებისთვის

# „კონტაქტი“

ბოლო პერიოდის გამოცდილებამ აჩვენა, დასაქმებისკენ ერთ-ერთი უმოკლესი გზა პროფესიული განათლებაა, რადგან აკადემიური განათლებისგან განსხვავებით მაღალია პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების კომპონენტი.

აჭარის დასაქმების სააგენტო შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯთან „Golden Sea” პარტნიორობით ახორციელებს მოკლევადიან უფასო პროგრამას დასაქმების პერსპექტივით.მსმენელები გაივლიან სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ორ კვირიან კურსს.

ამ და სხვა საკითხებზე დღევანდელი, 6 ივნისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯის „Golden Sea”პროექტების მენეჯერი ეკატერინე თარგამაძე.