#მოსწავლეთა მიღება ბათუმის სამხატვრო სკოლაში #„ მუსიკოსების გზავნილი -მშვიდობა გალაქტიკას!“

13 ივნისი 2022, 17:19 1153 ნახვა

#მოსწავლეთა მიღება ბათუმის სამხატვრო სკოლაში #„ მუსიკოსების გზავნილი -მშვიდობა გალაქტიკას!“

# „კონტაქტი“

ბათუმის ნ. კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლამ მომავალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღება გამოაცხადა. დეტალებზე ,დღევანდელი 13 ივნისის გადაცემის პირველ ნაწილში ,ბათუმის ნ. კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორმა გურამ ფუტკარაძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტს „ მუსიკოსების გზავნილი -მშვიდობა გალაქტიკას!“, რომელსაც მუსიკალური ლაბორატორია ახორციელებს.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ მუსიკალური ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაკო ბოკუჩავა და პროექტის მონაწილე , ავსტრიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი კაჩინსკი.

15 ივნისს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლა-თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში გიორგი კაჩინსკის საავტორო საღამო გაიმართება.