კოლხეთის ტყეებს და ჭარბტენიან ეკოსისტემებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

30 ივლისი 2021, 17:10 19473 ნახვა

კოლხეთის ტყეებს და ჭარბტენიან ეკოსისტემებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

# კონტაქტი

ტრადიციულად, ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს, კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას, დღემდე შემონახულ ძეგლებს, მათ მნიშვნელობას და პოპულარიზაციას ეთმობა.

დღევანდელი, 30 ივლისის გადაცემაში უდავოდ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ფაქტზე ვისაუბრეთ.

კოლხეთის ტყეებს და ჭარბტენიან ეკოსისტემებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა . ამ აღიარებას დიდი ძალისხმევა, დაუღალავი შრომა და კვლევები უძღოდა წინ .

პირველად საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში 4 დაცული ტერიტორია (კოლხეთის და მტირალას ეროვნული პარკები, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები) „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით შევიდა და დღეს ის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კი არა მსოფლიოს საკუთრება და სიამაყეა.

გადაცემის სტუმრები იყვნენ ზურაბ მანველიძე- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი , ტყეთმცოდნე ბათუმის ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო ურთიერთობების და პროგრამების კოორდინატორი და იზოლდა მაჭუტაძე - ლანდშაფტების ეკოლოგი, ბსუ-ს უვადო მეცნიერი .