ჟან მონეს პროგრამის ახალი პროექტი ბსუ-ში

22 დეკემბერი 2023, 17:33 3335 ნახვა

ჟან მონეს პროგრამის ახალი პროექტი ბსუ-ში

# „კონტაქტი“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლიდან ჩართულია ევროკომისიის დაფინანსებულ ჟან მონეს პროგრამაში. პროგრამის მიზანია ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია.

დღევანდელი, 22 დეკემბრის გადაცემა დაეთმო ჟან მონეს ახალ პროექტს „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია". ახალი სასწავლო მოდული ბსუ-ში მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმარი იყო ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე.